სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს საქართველოში ვიზიტს არ გამორიცხავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით კირვალიძემ დღეს სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც ესწრება მსოფლიო ბანკისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ვორკშოპს, თემაზე - "საქართველოს ვაჭრობის კონკურენტუნარიანობა და კონკურენტუნარიანი ინდუსტრიები".
ამასთან, როგორც დავით კირვალიძე აცხადებს, ონიშენკოს ვიზტის თაობაზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა ეს ვიზიტი, მინისტირს თქმით, მხოლოდ და მხოლოდ ონიშენკოს გადასაწყვეტია.
"როგორც მოგეხსენებათ, "როსპოტრებნადზორის" დელეგაცია აქ არის, დღეს ისინი დელეგაციის წევრები კახეთში იმყოფებიან, ხოლო საქართველოს ხვალ დატოვებენ", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მისივე თქმით, არსებობს დადებული, რომ რუსი სპეციალისტების კომენტარები საქრათველოში არ იქნება და განცხადებებს მხოლოდ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გააკეთებენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დელეგაციის წასვლის შემდეგ, დაახლოებით, ერთი კვირის, 10 დღის განმავლობაში საქართველოში რუსი სპეციალისტების მეორე ნაწილი ჩამოვა.
რაც შეეხება პირველ დელეგაციას, დელეგაცია სულ ამოწმებს ღვინისა და ალკოჰოლის მწარმოებელ 40 საწარმოს და მინერალური წყლების 4 კომპანიას, ხოლო დანარჩენ კომპანიებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რუსეთის ბაზარზე დაბრუნდნენ, შემდეგი ჯგუფი შეამოწმებს.
დღეს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ონიშნეკო საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდეს.