ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას, ასევე მათთან ერთად ბრალდებული კიდევ ხუთი პირის წინასასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება .
11.00 საათისთვის ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ეკა არეშიძის განცხადებით, განიხილება შუამდგომლობები მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე.
20 თებერვლის პროცესზე კი, საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით დასაკითხად 200-ზე მეტი დაზარალებულისა და მოწმის ოქმი წარადგინა.
ბრალდებულებმა - ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და ზურაბ შამათავამ ბრალი არ აღიარეს. ბრალდებას არ ეთანხმებიან დანარჩენი ბრალდებულებიც: ალექსანდრე გორდაძე, გაგა მკურნალიძე, მერაბ კიკაბიძე.
საქმეში ბრალდებული კიდევ ორი პირი გიორგი ჩიტუაშვილი და მანუჩარ დარასელია კი, 20 თებერვალს პროცესს არ დასწრებიან.
გიგი კალანდაძეს, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალად ედება წამების ორგანიზება. დანარჩენი პირები კი, რომლებიც საქმეში არიან ბრალდებული, ბრალდების ეპიზოდებში პროკურატურის მიერ თანამონაწილეებად მიიჩნევიან.