საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ახალი დეპარტამენტი იქმნება, რომელსაც კოკა ყანდიაშვილი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვალერიან გორგილაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი კანცელარიაში დაახლოებით ორი კვირაა მუშაობს, თუმცა მისი თანამდებობა ჯერ განსაზღვრული არ არის.
"კანცელარიაში თითქმის ერთი თვეა, რეორგანიზაცია მიმდინარეობს და იქმნება ახალი სამსახურები. ცალკეული დეპარტამენტების სტრუქტურა დამტკიცებული არ არის, ამდენად კონკრეტული ადამიანების თანამდებობებზე საუბარი ჯერ შეუძლებელია", - აღნიშნა გორგილაძემ.