სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის(სდსს) გაყოფისას სააკაშვილთან დარჩენა არავინ მოინდომა, - ამის შესახებ რადიო "პალიტრის" გადაცემა "აქ და ახლას" ეთერში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი "სინამდვილეში სწორედ ამაზეა გამწარებული".
"დაცვასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მოხდა შემდეგი - როდესაც დადგა დაცვის სამსახურის გაყოფის საკითხი, მასთან დარჩენა არავის უნდოდა. ვერ დააკომპლექტეს ის 350 კაცი, რომელიც მასთან უნდა დარჩენილიყო. ის რეალურად ამაზეა გამწარებული. მასთან დარჩენა არავის უნდოდა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი და სხვა ადამიანები ადამიანური ცხოვრების წესით ცხოვრობენ - დილით იღვიძებენ, საღამოს იძინებენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილი პრეზიდენტის ბაქოში გამგზავრებას და აეროპორტში დაცვის გარეშე წასვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ახლომახლო სნაიპერები აუცილებლად იქნებოდნენ".
"მას რომ დაცვის გარეშე სიარული შეეძლოს, აქამდე ივლიდა", - აღნიშნა ხუხაშვილმა.