საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული
ინფორმაციის თანახმად, ბაქოში, ზუგულბას სასახლეში საქართველოს პირველი პირის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.