ქუთაისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საკრებულოს წევრებმა დღეს ამ პოსტზე ხმათა უმრავლესობით თამაზ მარგველაშვილი აირჩიეს. მას მხარდაჭერა ფრაქცია "მაჟორიტარმა" და ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოუცხადეს.
თამაზ მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. საკრებულოს წევრობამდე, წლების წინ, ქუთისის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ბურჯანაძის საპარლამენტო ბიუროს უფროსი იყო.
თამაზ მარგველაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ამირან ხვადაგიანი შეცვალა, რომელიც ქალაქის საკრებულოს 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა.