საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საშინაო საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა.
პრემიერის პრეს-სამდივნოს ინფორმაციით, შეხვედრას, ქართული მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ესწრებოდნენ.
მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ყველა იმ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხის დაჩქარებას.
"ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა სესილია მალმსტრომთან, რომელიც არის ევროკომისარი საშინაო საკითხებში. მან ჩამოგვიტანა ვიზის ლიბერალიზაციის გეგმა, რომლითაც ჩვენ აუცილებლად ვისარგებლებთ, რათა ევროპასთან უვიზო რეჟიმს მივაღწიოთ, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და მის დაახლოებას ევროპასთან ხელს შეუწყობს", - განაცხადა ივანიშვილმა.