ჩქაროსნულ მაგისტრალებზე ობიექტების განთავსების უფლების განხილვის საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დღის წესრიგში კვლავ დგას, თუმცა ჯერჯერობით არ არის გარკვეული, ჩაერთვებიან თუ არა „სოკარისა“ და „ვისოლის“ გარდა „მინი–ქალაქების“ მშენებლობაში სხვა კომპანიები.
შეგახსენებთ: რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, კომპანიებს ,,სოკარსა“ და ,,ვისოლს“ ჩქაროსულ მაგისტრალებზე ობიექტების განთავსების ექსკლუზიური უფლება ჰქონდათ მინიჭებული და ყველა სხვა კომპანიას ავტობანების ტერიოტორიაზე რაიმე ტიპის ობიექტის გაკეთება აკრძალული ჰქონდა. როგორც commersant.ge–სთან საუბარში დავით ნარმანია დღეს აცხადებს, ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა დღის წესრიგში დგას და ის განხილვის შემდეგ მთავრობის სხდომაზეც დადგება.