ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, საქართველოში აღარ უნდა განმეორდეს, რომ თანამდებობის პირი სახელმწიფო ბიუჯეტს ისე უყურებდეს, როგორც საკუთარს.
ამის შესახებ ხადურმა თბილისი მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახლით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს თანხის შეფარდების კომენტირებისას განაცხადა.
"საგადასახადო ორგანო არის უფლებამოსილი, რომ მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიება, რასაც საჭიროდ ჩათვლის. შემდეგ უკვე სასამართლო გადაწყვეტს უნდა შეუჩერდეს თუ არა მას უფლებამოსილება", - განაცხადა ხადურმა.