ახალგორის რაიონიდან დევნილთა ერთი ჯგუფი, ახალგორის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვს.
ამ მოთხოვნით ისინი დღეს იუსტიციის სამინისტროსთან მივიდნენ. დევნილთა რამდენიმე წარმომადგენელს იუსტიციის მინისტრის მოადგილეც გაესაუბრა. როგორც ახალგორელები ამბობენ, მათ არ მიუღიათ ომის შემდეგ არც 10 000 ლარია ფულადი კომპენსაცია და არც აშენებული კოტეჯები, რაც, მათივე მტკიცებით, უკანონოდ მოხდა.
ახალგორიდან დევნილთა ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი მთავრობა მათი საქმით უნდა დაინტერესდეს და ასევე მათი მოთხოვნაა, რომ აუცილებლად შეიცვალოს ახალგორის გამგებელი და საკრებულოს ხელმძღვანელი. ახალგორელები მიიჩნევენ, რომ მათ დახმარების გაწევაზე მაშინდელმა მთავრობამ უარი უკანონოდ უთხრა.