საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა.
"მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს თანამშრომლები არ გამოცხადდნენ, საქართველოს რკინიგზა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზესტაფონი - გორის მონაკვეთზე მოძრაობა არ შეჩერებულა და ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. არანაირი საფრთხე ტვირთების გადაზიდვას და მგზავრთა გადაყვანას არ შექმნია. რკინიგზის ხელმძღვანელობის და ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს თანამშრომლების შეხვედრა ხვალ გაიმართება", - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.