ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან პოლიციელებმა "დაიცავი საქართველოს" აქტივისტები არ მიუშვეს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდიდან "დაიცავი საქართველოს" აქტივისტმა კახა მიქაიამ განუცხადა, პრეზიდენტის შეხვედრა სოფელ ნარაზენის კულტურის სახლში იყო დაგეგმილი, თუმცა "დაიცავი საქართველოს" აქტივისტები პრეზიდენტთან შეხვედრას და სქპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ.
"საპროტესტო აქციის გამართვას ვგეგმავდით, მაგრამ პოლიციის კორდონი გაკეთდა და ახლოს არ მიგვიშვეს. შეხვედრის ადგილიც შეცვალეს. კლუტურის სახლის ნაცვლად, ვიღაცის ოჯახში გაიმართა შეხვედრა. სააკაშვილი ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაშიც ვერ მივიდა, რადგან ჩვენ იქ კარავი გავქვს დადგმული პიკეტირებისთვის",-განაცხადა კახა მიქაიამ.
ამასთან, ტელევიზიით გავრცელებული კადრებით, "დაიცავი საქართველოს" რამდენიმე აქტივისტმა პრეზიდენტის ესკორტის მიმართულებით კვერცხები ისროლეს.
"კვერცხი პრეზიდენტის ესკორტის მისამართით ვისროლე, თუმცა ვის მოხვდა, არ ვიცი", - განაცხადა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მომიტინგე ქალბატონმა.