ექსპერტის საარჩევნო საკითხებში კახი კახიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილს მთავრობის გადაყენება სურს, მაგრამ მას შედეგების ეშინია.
როგორც კახიშვილმა დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, იგი ამ შედეგების განეიტრალების მიზნით, სხვადასხვა პრობლემების შექმნას შეეცდება, რომ ამ ფონზე შემდგომში მთავრობა გადააყენოს.
"მან კარგად ისიც, რომ ერთადერთი, რაც ხელში აქვს, არის ის ბერკეტი, რომელზეც ვსაუბრობთ, სხვა შემთხევაში იგი კარგა ხანი არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ვერ მოვა", - განაცხადა კახიშვილმა.
ექსპერტი აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალს ნორმალური საარჩევნო კოდექსის მომზადებასა და მიღებაში ხედავს.
"ასევე, შემდგომში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა", - განაცხადა კახიშვილმა.