თბილისის მერის მოადგილის, ტარიელ ხიზანეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიაში არ ადასტურებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, იზანეიშვილს თანამდებობა არ დაუტოვებია.
ინფორმაცია მერის მოადგილის გადაგომის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც სოციალურ ქსელებში ხიზნეიშვილი ჩვენება გამოქვეყნდა. ამ ჩვენებაში ხიზნეიშვილი აცხადებს, რომ "თბილსერვის" ჯგუფში ახალი განყოფილების შექმნა და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების ფორმალურად გაფორმება 2009 წლის ბოლოს გიგი უგულავამ დაავალა. გავრცელებული ჩვენების მიხედვით, 2010 წლის დაგეგმილ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის საჭირო იყო "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების სახელფასო უზრუნველყოფა, რისთვისაც იქმნებოდა აღნიშნული განყოფილება. ჩვენების მიხედვით საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა, ნინო თევდორაძემ ხიზანეიშვილს მერთან შეთანხმებული აქტივისტების საშტატო განრიგი და ხელფასის ნუსხა გადასცა, სადაც განსაზღვრული იყო 514 საშტატო ერთეული; "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები კი ყოველთვიურად ფინანსდებოდნენ 216 075-ლარით.
ტარიელ ხიზანეიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაკითხა.