შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასმსახურის ყოფილის უფროსი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. გურამ დონაძე უწყებაში დათქმულ დროს გამოცხადდა. მისი თქმით, დღევანდელი ჩვენება არ იქნება სრულყოფილი, რადგან ის საქმის მასალებს ბოლომდე არ იცნობს.
"პრკურატურამ დამიბარა და როგორც დავპირდი პირველივე დაძახებისთანავე მოვედი. მოვიტანე საქართველოს მოქალაქის სამი პასპორტი რომელიც გამაჩნია და სამივეს ჩავაბარებ პროკურატურას, რადგან ეს სასამართლოს მოთხოვნაა.
რაც შეეხება ჩვენებას, სავარაუდოდ, დღეს ჩემი მხრიდან არ იქნება ჩვენება სრულყოფილი, რადგან მასალების გაცნობისა და მოძიების პროცესში ვარ. შევეცდები, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცე, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მეორედ ან მესამედ მომიწიოს მოსვლა", - განაცხადა გურამ დონაძემ დაკითხვაზე შესვლისას.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს სამართალდამცველები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, კონკრეტულად კი ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას ჩადებული იარაღის ვიდეოკამერით გადაღების მითითებას ედავებიან.