კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის დაკავების გიორგი ღვინიაშვილთან დაკავშირება ყურით მოთრეული თემაა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტი ერთია, დაკავებულია გიორგი სიბაშვილი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, გარკვეული დანაშაული ჩაიდინა.
„დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. თუმცა, ერთ რიტორიკულ კითხვას ვსვამ – ღვინიაშვილი დამნაშავეა? - თუ არაფერი ჩაუდენია, მაშინ რა კავშირშია სიბაშვილი ამ ამბავთან. აქ ღვინიაშვილის თემა ყურით მოთრეულია“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.