მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლები „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ზეწოლად მიიჩნევენ და თბილისის მერ გიგი უგულავასთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი განცხადებით, ეს არის დაშინება, რათა მძღოლებმა მოთხოვნების წამოყენება აღარ გააგრძელონ.
უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, მძღოლები გიგი უგულავას ორსაათიან ულტიმატუმს უყენებენ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გიგი უგულავა მძღოლებს არ შეხვდება, აქციის მონაწილეები უკვე პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავენ, თუმცა რა რადიკალურ ფორმაზეა საუბარი, ჩხარტიშვილი არ აკონკრეტებს.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისის“ წევრის მამუკა ბალიაშვილის განცადებით, დღეს დილიდან შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლები მძღოლებზე გარკვეული სახის ზეწოლას ახდენენ. მისი თქმით, ზეწოლას ისინი ახორციელებენ როგორც პირად, ასევე სატელეფონო საუბრებისა და მოითხოვენ, რომ მძღოლებმა მუშაობა განაახლონ.