საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2013 წლის "პრესის თავისუფლების ინდექსს" აქვეყნებს. ანგარიშში საქართველოს მაჩვენებელი ოთხი საფეხურით გაუმჯობესდა და მე-100 ადგილზეა.
"საქართველოს, მოლდოვას, სომხეთსა და ყირგიზეთს, მიუხედავად ინდექსის მაჩვენებელში ფართო სხვაობისა, ბევრი საერთო აქვთ. ამ ქვეყნებში არსებობს მედიის პლურალიზმი და დაბალი სახელმწიფოებრივი ცენზურა, თუმცა ისინი კვლავ აწყდებიან მნიშვნელოვან პრობლემებს, რაც ინფორმაციის მასობრივი საშუალებების დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტების სამუშაო გარემოს ეხება. ჟურნალისტები ხშირად არიან ცეცხლის ხაზზე მაღალპოლარიზებულ საზოგადოებაში და მრავალფეროვანი გავლენიანი ჯგუფები მათ, როგორც ადვილად მოსაპოვებელ ნადავლს, ისე ეპყრობიან",- ნათქვამია ანაგრიშში.
გასული წლის ანგარიშის მსგავსად, "პრესის თავისუფლების ინდექსის" 2013 წლის მაჩვენებელშიც პირველ სამეულში კვლავ არიან ფინეთი, ნიდერლანდები და ნორვეგია. ასევე, უცვლელია ბოლო სამ საფეხურზე მყოფი ქვეყანები – თურქმენეთი, ჩრდილოეთ კორეა და ერითრეა.
ამასთა, 6 საფეხურით გაუარესდა პრესის თავისუფლება რუსეთში, რომელიც წლევანდელ ანგარიშში 148-ე ადგილზეა. როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, ვლადიმერ პუტინის სათავეში დაბრუნებას ოპოზიციური აქციების მონაწილეების რეპრესიები მოჰყვა. ქვეყანაში ასევე უარს აცხდებენ იმათ დასჯაზე, ვინც მოკლა ან თავს დაესხა ჟურნალისტებს.