ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში მოსახვედრად ძალიან ბევრმა ადამიანმა გარკვეული თანხა გადაიხადა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ არა, საზოგადოებას მაინც უნდა ჰკითხონ - სურთ თუ არა, რომ კანონიერი ქურდები მათ გვერდით ცხოვრობდნენ.
„თუმცა, მსგავს გადაწყვეტილებებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში მოსახვედრად ძალიან ბევრმა ადამიანმა გარკვეული თანხა გადაიხადა“, - დასძინა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ ე.წ. „კანონიერი ქურდები“ მათი შეხედულებების გამო, აღარ უნდა დაისაჯონ.