აშშ–ში ვიზიტით მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონს შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ გორდონმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს.
გუშინ მინისტრი ასევე ეწვია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს. სააგენტოს დირექტორთან შეხვედრის დროს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გადაწყდა და დაიგეგმა, რომ წელს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის 3 სხვადასხვა სახის ტრენინგი ჩატარდება.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორთან.
შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 თებერვალს დასრულდება.