სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ციხეები 4 342-მა ამნისტირებულმა პატიმარმა დატოვა.
უწყების ცნობით, გუშინ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა კიდევ 381 ბრალდებული/მსჯავრდებული.
„29 იანვრის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 4 342-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 156-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა და 8 მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა“, - აცხადებენ სამინისტროში.
როგორც ცნობილია, სულ საპატიმროებს 5 ათასზე მეტი ამნისტირებული პატიმარი დატოვებს.