„ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოს კურსის უცლელობის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატივით გამოდის.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ კანონპროექტი „საქართველოს კურსის უცვლელობის“ შესახებ ეხება საქართველოს სტრატეგიულ საკითხებში კურსის უცვლელობას, რომელიც სამი კომპონენტისაგან შედგება.
„კერძოდ, ეს წინადადებებია - ჩვენი კურსის უცვლელობა ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომ ამ კურსს, საქართველოს არც ერთმა მთავრობამ არ გადაუხვიოს, მეორე კომპონენტი არის დეოკუპაციისკენ მიმართული პოლიტიკა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, ხოლო მესამე არის, რომ საქართველო არ გაწევრიანებდება - დსთ-ში, ევრაზიულ კავშირში, ე.წ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და სხვა პოსტსაბჭოთა გაერთიანებებში, სადაც ოკუპანტი ქვეყანა არის წამყვანი ძალა და გაერთიანებაში, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს და თავისუფლებას უქმნის საფრთხეს“, - განმარტა ბარამიძემ.