„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის კომპეტენციიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა.
აღნიშნული დოკუმენტი „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე სდსს-ს ხელმძღვანელს პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
ამას გარდა, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მიღწეული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურისგან დამოუკიდებლად, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდება, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებარება და მისი და მისი ოჯახის წევრების დაცვას უზრუნველყოფს.
ამასთან, ათი დღის ვადაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის რეორგანიზაციის მიზნით, მთავრობამ სპეციალური კომისიასუნდა შექმნას, რომელიც მთავრობისა და პრეზიდენტის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.
შეგახსენებთ, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირინე იმერლიშვილის მიერ მომზადებული ინიციატივას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ხანგძლივი დებატების შემდეგ, კი, ინიციატივა18 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს.