„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საქართველოში ჩეხეთის ელჩს, ივან იესტრაბს შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში - Facebook ყოფილი პრემიერ-მინისტრი თავად ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
„საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს“, - დასძენს მერაბიშვილი.