მმართველი გუნდის წევრი ნუკრი ქანთარია 26 მაისისა და 7 ნოემბრის მოვლენების, ასევე აფრასიძეების საქმის გამოძიების საკითხს პლენარულ სხდომაზე დააყენებს.
როგორც ჟურნალისტებს ქანთარიამ განუცხადა, აღნიშნული საქმეების საფუძველზე სისტემა უნდა გასამართლდეს.
„თუ მთავარი პროკურატურა ამ სამი ფაქტის გამოძიებას ვერ ასწრებს, ინიციატივით გამოვალ, რომ ეს სამი მოვლენა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შესწავლის საგანი გახდეს“, - დასძენს ქანთარია.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნება“ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრობდა, რომელიც, ამ დრომდე, არ შექმნილა.