ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაცია უახლოეს მომავალში, საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ისეთი ტიპის საკადრო ცვლილებებს ელოდება, რომელიც რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგებას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაიით, ევროსაბჭოში საკომიტეტო და პლენარული სხდომები იმართება.
„ასევე არსებობს კულუარები, საიდანაც ჩვენთვის ცნობილი გახდა რუსი დეპუტატების ოპტიმისტური განწყობის შესახებ, თითქოს მოსალოდნელია საქართველოს მთავრობაში ისეთი ტიპის საკადრო ცვლილებები, რაც ქართულ-რუსული ურთიერთობების გააქტიურებისკენ და დალაგებისკენ იქნება მიმართული. როგორც ჩანს, საქართველოში კიდევ არსებობს ის საფრთხე, რომელიც ჩვენ გადალახული გვეგონა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.