იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სიტყვის „ჩუკენობა“ მნიშვნელობა არ იცის, რის გამოც, დედაქალაქის მერ გიგი უგულავას განცხადებას არ პასუხობს.
როგორც ჟურნალისტებს წულუკიანმა განუცხადა, მან გიგი უგულავას მიერ გამოყენებული სიტყვის - ჩუკენობის განმარტება არ იცის.
„ ეს სიტყვა, რას ნიშნავს, არ ვიცი“, - დასძენს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ მერიის თანამშრომლების დაკითხვებზე დაბარებასთან დაკავშირებით, განცხადება 26 იანვარს გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ამ მთავრობასთან დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ამიტომ რიტორიკულ კითხვას დავსვამ - როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა აი, ამ ჩუკენობას და როდის გადავა ახალი მთავრობა რეალური საქმის კეთებაზე“, - დასძინა მერმა.