საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ისრაელის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის გენერალი მაიორ გაბრიელ/გაბი ოფირი ხელმძღვანელობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან ლევან იზორიასთან და შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ზვიად ქაწაშვილთან გამართა.
დაგეგმილია ვიზიტი როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოში (საჩვენებელი ღონისძიება), ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-ში „112-ის ქოლ ცენტრი“.
მხარეები საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.