ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები სასწავლო ნაწილის - ირმა შველიძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
33-ე სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა დღეს, აქცია გამართეს, რის გამოც, სასწავლო პროცესი ერთი საათით ჩაიშალა.
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, სკოლის დირექტორმა, დიმიტრი კუტივაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე გათავისუფლებული სასწავლო ნაწილის ნაცვლად, მისი ოჯახის ახლობელი დანიშნა.
მოსწავლეები და მშობლები ირმა შველიძეს დადებით პიროვნებად ახასიათებენ და დირექტორის გადაგომის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.