იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელთან მიმართებაში, პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
როგორც ჟურნალისტებს წულუკიანმა განუცხადა, ჩოჩელის საქმეში უამრავი მტკიცებულება არსებობს.
„პროკურატურა ცეზარ ჩოჩელთან მიმართებაში აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარ პატიმრობას ითხოვს და ვნახოთ, დამოუკიდებელი სასამართლო - თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კოტე კუბლაშვილი ხელმძღვანელობს“, - დასძინა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ცეზარ ჩოჩელი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლო ჩოჩელისთვის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ დღეს, 17:00 საათზე იმსჯელებს.