იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით, თურქეთის არაერთი მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული.
როგორც ჟურნალისტებს წულუკიანმა განუცხადა, ყველა თურქი პატიმრის საქმეს ინდივიდუალურად განიხილავს.
მისი თქმით, ქართული მხარე თურქეთთან სერიოზული თანამშრომლობის პროცესში არის.
„თურქეთის არაერთი მოქალაქე, რომელიც ქართულ ციხეებში იმყოფება, მოგვმართავს, რომ თურქეთში დაბრუნდნენ და სასჯელი იქ მოიხადონ. არაერთი მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული, იმიტომ, რომ თურქებთან ძალიან კარგი მეზობლური და თანამშრომლური ურთოერთობა გვაქვს“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს პატიმრების გაცვლას სთავაზობს.