იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობის საკითხთან დაკავშირებით, პირისპირ არ უსაუბრიათ.
როგორც ჟურნალისტებს წულუკიანმა განუცხადა, მას ალასანიასთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, საკითხის პიარუზრუნველყოფა - თუ როგორ მოხდა.
„ალასანიასთან მხოლოდ რამდენიმე სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა და იმედი მაქვს, რომ მასთან შეხვედრას მალე მოვარხერხებ, თუმცა, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, რა თქმა უნდა, საუბარი მქონდა - ამ საკითხს, თუ როგორი პიარუზრუნველყოფა მოჰყვა“, - დასძინა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობის უფლებამოსილება შეუწყდა.