პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, ის პატიმრების არც გათავისუფლებას და არც დაჭერას არ განვსაზღვრავს.
როგორც ჟურნალისტებს დავოსში ვიზიტად მყოფმა პრემიერმა ჩახალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა, ვერტიკალი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა - როცა, ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს - აღარ არსებობს.
„როგორც წესი, იმას, რაც მე არ მეხება - არ ვეხები. არც პატიმრების გათავისუფლებას განვსაზღვავ და არც დაჭერას. ასევე არც პროკურატურას მივუთითებ. სომხეთშიც ამის კარგი მაგალითი იყო - მე შეკითხვა დამისვეს, მაგრამ მასზე პასუხი არ გამიცია და ვუპასუხე, რომ არ ვარ კომპეტენტური-მეთქი. მაშინვე გადავამისამართე და მგონი, სოზარ სუბარმა გასცა პასუხი“, - განმარტავს პრემიერი.