სიმბოლურია, როდესაც ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლების ფონზე ცეზარ ჩოჩელს აკავებენ.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივნმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
ყოფილი პრემიერის შეფასებით, ჩოჩელი ერთ-ერთი ყველაზე პატრიოტი ადამიანია, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი და დაღუპული ადამიანების ოჯახებს ეხმარებოდა.
„ჩოჩელი პატრონი იყო ახალგორიდან დევნილი ჩვენი თანამოქალაქეების. ჩოჩელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება სასაცილო და თითიდან გამოწოვილია“, - დასძინა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სომეხი პატიმარი ვაჰაგნ ჩახალიანი გუშინ გათავისუფლდა, რომელსაც პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა. ხოლო, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დააკავა.