პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პრეზიდენტობაზე ოცნება არ აპატია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განუცხადა.
მისი შეფასებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლა უკვე დაწყებულია და ივანიშვილი საკუთარი პარტიის გაძლიერებას ცდილობს.
„ერთი დიქტატორის ნაცვლად, მეორე დიქტატორი მივიღეთ, რომელსაც არ შეუძლია თავის თანაგუნდელსაც კი, განსხვავებული აზრი აპატიოს. ის თავის თანაგუნდელებს ოცნებასაც კი, არ პატიობს. კოალიციის დაშლა დაწყებულია და პრემიერი საკუთარი პარტიის გააძლიერებას ცდილობს, რადგან მილიონებად ნაყიდ პარტნიორებს აღარ ენდობა. ფაქტია, რომ პრემიერი ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, სადაც მონაწილეობას თავისი პარტიით გეგმავს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.