საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გერმანიაში შეხვედრებს განაგრძობს.
როგორრც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილესთან, სახელმწიფო მდივანთან ანე-რუთ ჰერკესთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტირების შესაძლებლობებს. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ინვესტირებისას მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს კანონის უზენაესობა, პროცედურების გამჭვირვალობა და ანტიკორუფციული გარემო. შეთანხმება მოხდა ქართველი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ჩართვაზე გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ეგიდის ქვეშ არსებულ მენეჯერების გადამზადების პროგრამაში. ასევე დაიგეგმა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროექტის მომზადება ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში.
ნარმანია ასევე გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის გენერალურ დირექტორს, პროფესორ რაინერ ლინდნერსაც შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. სამინსტროს ინფორმაციით, დაიგეგმა ექპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც ცალკეული პროექტების მიზანშეწონილებას შეისწავლის.
დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 23 იანვარს გაემგზავრა. დელეგაციაში, მინისტრთან ერთად, მუნიციაპლური განვითარების ფონდის თავმდომარე, ელგუჯა ხოკრიშვილი იმყოფება.