დღეს, დილის 08.00 საათიდან, გლდანიდან და თემქადან მომავალი ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ . გაფიცული მძღოლები გლდანის ავტოპარკში, ქერჩის ქუჩაზე არიან შეკრებილი.
გაფიცვას ჯერჯერობით არ შეერთებია რამდენიმე სამარშრუტო ხაზის მძღოლი, მათ შორის #202 მიკროავტობუსების, რომელიც გლდანი-ვაკის მიმართულებით გადააგილდებიან და ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ.
მიკროავტობუსების გაფიცვის გამო, მოსახლეობას გადაადგილებაში პრობლემები შეექმნა. გადატვირთულია როგორც მეტრო, ისე ე.წ. ყვითელი ავტობუსებიც.
არსებული ინფორმაციით, მძღოლები ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის გაუქმებას, ნორმალური შრომის პირობების შექმნასა და დღიური გეგმის შემცირებას ითხოვენ.