საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიბანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით , ბიძინა ივანიშვილისა და ნაჯიბ მიკათის შეხვედრა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების გზები დასახეს.