საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიცე-პრემიერობიდან ირაკლი ალასანიას გადაყენების თაობაზე "ზედმეტი კომენტარის აუცილებლობას" ვერ ხედავს , - ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს დავოსში განუცხადა.
ფანჯიკიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კარგად განმარტა, რა მოხდა სინამდვილეში, შესაბამისად, ამ თემაზე ზედმეტი კომენტარების გაკეთება საჭირო არ არის.
"მთავარია, რომ ირაკლი ალასანია არის თავდაცვის მინისტრი. ეს არის უმნიშვნელოვანესი სფერო, რადგან საქართველოსთვის ის ნატოში ინტეგრაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. წელს ძალიან ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი ამ მიმართულებით და ყურადღების მთელი კონცენტრაცია უნდა მოხდეს თავდაცვის სფეროზე", - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.