შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს იალღუჯის სპეციალური ოპერაციების საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ცენტრის ტერიტორია დაათვალიერა და სწრაფი რეაგირების დანაყოფისა და დანაყოფში მისაღები კურსანტების წვრთნებს დაესწრო. წვრთნების მონაწილეთა პროფესიონალიზმითა და მომზადების დონით, ირაკლი ღარიბაშვილი კმაყოფილი დარჩა.