საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით, პრემიერ–მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცახდა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ძალიან სწორი განმარტება გაკეთდა.
კახა კლაძის განცხადებით, ირაკლი ალასანიას ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა უჭირავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ეს უწყება, ასევე ჯარის განვითარება. იმისთვის, რომ მალე შევძლოთ ნატო-ში გაწევრიანება, ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო და ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. სწორედ ამის გამო მოხდა ამ გადაწყვეტილებსი მიღება და მე დარწმუნებული ვარ, ირაკლი ამ ყველაფერს თავს კარგად გაართმევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.