საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
პრეს-სამსახურის ცნობითვე, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, სესია სახელწოდებით „მსოფლიო ლიდერების არაფორმალური შეხვედრა-ევროპული რენესანსის საფუძვლების ჩაყრა“ გაიმართა, რომელშიც ივანიშვილმა მონაწილეობა მიიღო.
სესიის ძირითადი საკითხები ინოვაციურ იდეებს, ფინანსური პრობლემებისა და ახალი ეკონომიკური კონტექსტის თემების განხილვას მოიცავდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა ნატო-სა და ევროატლანტიკური სივრცისკენ და აღნიშნა, რომ მთავარ პრიორიტეტად კვლავ ქვეყნის ევროინტეგრაცია რჩება.