„ადამიანის უფლებათა სახლი“ ხვალ ღია კარის დღეს გამართავს

„ადამიანის უფლებათა სახლი“ ხვალ ღია კარის დღეს გამართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სახლი“, ამნისტიის, შეწყალების, პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების, მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებული 
მსჯავრდებულების სასჯელისაგან გათავისუფლების, სასამართლო წესით სასჯელის გადავადების პროცედურებზე საქართველოში,- ღია კარის დღეს გამართავს.

ღია კარის დღე, ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის, “უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის” ფარგლებში ტარდება. 
 
პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის "სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.

ღია კარის დღე  15 საათზე გაიმართება.