შეუძლებელია, თავი შეიკავო დავოსის ეკონომიკური ფორუმის დაცინვისგან, რომელიც ყოველწლიურად თავს უყრის პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტას, მათ შორის - სახელმწიფოს თავკაცებს , - ასე იწყება "ვოშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული მაქს ფიშერის სტატია სათაურით - "საუკეთესო სტატია, ოდესმე დაწერილი დავოსის "სიბარიტული ყბედობის ფესტივალზე".
შესაძლოა, - წერს ბლოგერი, - დაცინვისგან თავშეუკავებლობა არის გზა იმის წარმოსაჩენად, რომ ამდენი ჭკვიანი და ძალაუფლების მქონე ადამიანის ლაპარაკს, როგორც ჩანს, ყოველთვის ნაკლები შედეგი მოაქვს. მდიდრებისა და ძალაუფლების მქონეთა შეკრება განმარტოებულ ფუფუნებაში, უთანასწორო შემოსავლების ზრდის დროს შესაძლოა, ერთმანეთთან შეუსაბამოა ან იქნებ ეს მხოლოდ მენტალური იმიჯია რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისა, რომელიც ცხელ შოკოლადს მიირთმევს "სითიგრუპის" აღმასრულებელ დირექტორ მაიკლ კორბატთან ერთად.
"რაც არ უნდა იყოს დავოსში შეკრების მიზეზი, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ წლეულს ვინმე აღმართავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ირონიულ კოშკებს ისე, როგორც ეს 2011 წელს "როიტერის" ბლოგერმა ფელიქს სალმონმა მოახერხა თავის ბლოგში "დავოსის ტრიუმფი", - წერს მაქს ფრიში და იხსენებს სალმონის ბლოგს, სადაც ავტორი შეშფოთებას გამოთქვამდა იმ დიდი ნაპრალის გამო, რომელიც არსებობდა დავოსში შეკრებილებსა და ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში, ტაჰრირის მოედანზე შეკრებილებს შორის, რომელმაც საბოლოოდ ქვეყანა ეგვიპტის რევოლუციამდე მიიყვანა.
"სინამდვილეში კი, მიუხედავად დავოსის იმიჯისა, როგორც კეთილგანწყობილი ელიტის, მსოფლიოს შემცვლელების თავშეყრისა, კონფერენციას არაფერი შეუცვლია ეგვიპტეში", - აღნიშნავს მაქს ფრიში.
"წელს კი ეგვიპტე, მაგალითად, სირიით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ან ნებისმიერი გლობალური კრიზისის მქონე ქვეყნით და ვნახავთ, რომ არაფერი შეცვლილა. როგორც სალმონი თავის 2011 წლის სტატიაში ასკვნის: `2011 წელს დავოსის ტრიუმფმა დაამტკიცა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აუცილებელი თავშეყრის ადგილია მომავალ გლობალურ ლიდერობამდე ათი წლით ადრე",- ნათქვამია "ვოშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში.