კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას განცხადებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ თანამდებობა დატოვა.
„ზაალ ჩიქობავასთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, ის ჩვენი მეგობარია და მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაეტოვებინა თეატრის მმართველის თანამდებობა. ჩვენ მომხრე ვართ, თეატრი განვითარდეს, უბრალოდ ვერ მოხდა რობერტ სტურუასა და ზაალ ჩიქობავას შეთანხმება. შესაბამისად და, სავარაუდოდ, თეატრის მმართველის თანამდებობასაც რობერტ სტურუა დაიკავებს“ - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.