რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი დავოსში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიღებაზე გაესაუბრა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსული სააგენტოები მიუთითებენ, რომ ეს არის პირველი გასაუბრება, რომელიც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შორის შედგა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი მივიდა დიმიტრი მედვედევთან და მათ რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრეს",-წერს რუსული მედია, რომელიც დავოსში გამართული მიღების ერთ-ერთი მონაწილის ინფორმაციას ეყრდნობა.
როგორც რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა ნატალია ტიმაკოვამ ამ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, ასეთი დიდი ფორუმების დროს მსგავსი კონტაქტები ტრადიცულია.