როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი რუსეთის მთავარი სახელმწიფო ექიმი გენადი ონიშენკო აცხადებს, რომ ის რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნების სისტემური საკითხების განსახილველად საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსულ მედიასთან ონიშენკოა დასტურებს, რომ ის მზადაა საქართველოში ჩავიდეს მას შემდეგ რაც მოსკოვში 4 თებერვალს გაიმართება შეხვედრა ქართული დელაგაციასთან რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნების საკითხზე.