თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. მერიის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, ხიზანეიშვილი დაკითხვაზე 12:00 საათზეა დაბარებული და ის პროკურატურაში აუცილებლად გამოცხადდება.
მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, მერის მოადგილეს გამოძიება მოწმის სახით დაკითხავს.