ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გადადგა.
ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გვიან ღამით კულტურის სამინისტროში ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით საყვარელიძე ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.
გავრცელებული ინფორმაციით კი, მას ხელოვნებისა და ოპერის განვითარებაზე კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან განსახვავებული პოზიციები აქვს.
დავით საყვარელიის შემცვლელად დირიჟორი გიორგი ჟორდანია სახელდება.
კულტურის სამინისტროში ოფიციალური განცხადება სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გაკეთდება.