აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შენობასთან დღეს, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის მთავარი მოთხოვნები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიას თანამდებობიდან გადაყენება და ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნება.
მოთხოვნებთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წერილობით მიმართვასაც გასდაცემენ.